ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: NATO ძალიან გვჭირდება, რადგან რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს

ნატო უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე, რადგან რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა განაცხადა,-ინფორმაციას ERR ავრცელებს.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ყველა ქვეყანამ საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალურ საფრთხეებზე ყურადღება უნდა გაამახვილოს.

”გულწრფელად უნდა ითქვას, რომ თუ რუსეთი საფრთხეა, მაშინ ეს ასეა. აზრი არ აქვს დამალვას ან მის დამშვენებას”,- განაცხადა ლუიკმა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე კომენტარი რუსეთთან დიალოგის საჭიროების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვებზე გააკეთა. ლუიკმა დასძინა, რომ ამ წინადადებას სკეპტიკურად უყურებს.

”რუსეთში ელჩად მუშაობის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ რუსებისთვის ამ დიალოგს ბევრი დამატებითი ღირებულება  არ აქვს. რა თქმა უნდა, რუსებს სურთ, რომ ამისთვის რაიმე მიიღონ. ვერ მივცემთ იმას, რაც რუსებს სურთ”,- დასძინა ესტონეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად