ესტონეთის თავდაცვის ატაშეს “გენერალ მაზნიშავილის” მედალი გადასცეს

ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ ტეტ კივისონმა საქართველოში 3-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა.

ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი გამგზავრებამდე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა.

თავდაცვის ატაშეს მედალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ესტონეთის საელჩოში საზეიმო მიღებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...