ესტონეთის შს მინისტრი: სირიაში დაწყებული ოპერაცია ნიშნავს, რომ ნატო-ს საქმიანობა პარალიზებულია

სირიიდან ამერიკის ჯარის გაყვანა და თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია ნიშნავს, რომ ნატო-ს საქმიანობა პარალიზებულია. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარტ ჰელმემ განაცხადა.

როგორც მან ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ეს ესტონეთისთვის “სერიოზულ პრობლემას” წარმოადგენს.

მისი თქმით, ასეთ პირობებში, ესტონეთის თავდაცვის უწყებამ საკონსტიტუციო წესრიგი “შემოქმედებითად და სრულყოფილად” უნდა უზრუნველყოს.

“მცირე სახელმწიფოების დიდ მოკავშირეებს შესაძლოა, საკუთარი ინტერესები ჰქონდეთ. დონალდ ტრამპი (შეერთებული შტატების პრეზიდენტი -“აიპრესი”) თითქმის მთელი წელი საარჩევნო კამპანიაზე აკეთებს აქცენტს. აქ საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი ირღვევა. დემოკრატები პრეზიდენტის, როგორც უზენაესი მეთაურის გადადგომას ცდილობენ, რაც გარკვეულწილად მის საქმიანობას აბრკოლებს. ეს ჩვენთვის სერიოზულად საგანგაშოა”,- განაცხადა მარტ ჰელმემ.

მან აღნიშნა, რომ დაუცველმა სახელმწიფოებმა პოლიტიკური ბალანსის შეცვლის შესახებ უკვე იციან და  ისინი სერიოზულ თანამშრომლობას იწყებენ.

ასეთ ვითარებაში, ის თანამშრომლობის ისეთ ფორმას ხედავს, როგორიცაა სამი ზღვის ინიციატივა – საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების 12 სახელმწიფოს (ხორვატია, ჩეხეთი, სლოვენია, პოლონეთი და სხვ.).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად