ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა აგრესიის მსხვერპლი

ესტონეთი ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის სრულ გაწევრიანებას მხარს უჭერს. “Европейская правда”-ს ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ესტონეთი უკრაინის ერთგული მეგობარია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის სრულ შესვლას ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკურ ოჯახში, ქვეყანაში განხორციელებული შესაბამისი რეფორმებისა და გარდაქმნების საფუძველზე”, – დასძინა მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ სცნობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მინისტრის თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

”რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა აგრესიის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოს ეს ვითარება. ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გავაღრმავოთ”, – დასძინა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად