ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონბასში რუსული პასპორტების გაცემისთვის ანტი-რუსული სანქციები უნდა გაფართოვდეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გავრცელებისთვის სანქციები უნდა გააფართოვოს. ამის შესახებ მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

“უკრაინაში რუსეთის პროვოკაციული ქმედებები სათქმელს თავად ამბობს. ევროკავშირმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები არ უნდა აღიაროს და სანქციების გაფართოების საკითხი უნდა განიხილოს, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება”, – დაწერა მინისტრმა Twitter- ზე.

ადრე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ პასპორტიზაციის გამო, რუსეთთან მიმართებაში დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...