ესტონეთის საელჩო: ჩვენი და საქართველოს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე ორ ქვეყანას შორის კავშირი

ასეთი ტექსტით აზიარებს ესტონეთის საელჩო “აიპრესზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

“საელჩო მხოლოდ თუ დაეთანხმება – ურთიერთობა ესტონეთსა და საქართველოს შორის არ არის მხოლოდ ურთიერთობა ორ ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის, არამედ ეს არის ურთიერთობა ორ ერს შორის, რომელიც ხვდება, თუ როდის არის საჭირო მეგობრის გვერდში დგომა”, – წერს ესტონეთის საელჩო.

“ესტონელებს მოსწონთ საქართველო” – ასეთი მაისურებით თბილისში ესტონელი ტურისტები გამოჩდნენ. მათ ერთ-ერთმა გამვლელმა, ეკო ანაკიძემ სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ამ დაძაბული დღეების ფონზე ასეთი სტუმრების ხილვისას წარმოუდგენელი განცდა გეუფლება. ვერ შევიკავე თავი, მადლობა გადავუხადე ასეთი გულშემატკივრობისთვის და ერთგული მეგობრობისთვის. ჩვენც გვიყვარს ჩვენი მოძმე ესტონელები-თქო ვუთხარი. არასდროს, ისტორიის არცერთ ეტაპზე არაფერი რომ არ შეშლიათ მეგობრობაში. ეს ჟესტი ხომ მხოლოდ მაისური არაა, ეს თანადგომა, სიყვარული და მომავლის იმედია” – წერს ეკო ანაკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...