ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ (ვიდეო)

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი და მისი მეუღლე ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებენ და ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ, რუსი ოკუპანტებმა ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 2019 წლის 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხდება. თუმცა, ის ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად