ესტონეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, 9 მაისს მოსკოვში არ გაემგზავროს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, იგი პრეზიდენტს კერსტი კალულაიდს რეკომენდაციით მიმართავს, რომ მოსკოვში 9 მაისს არ გაემგზავროს.

”გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მაგრამ საკითხს ფრთხილად მოვეკიდებოდი”, – განაცხადა მინისტრმა კითხვაზე, ურჩევს თუ არა იგი პრეზიდენტს, რომ რუსეთის დედაქალაქში გაემგზავროს.

მან დააკონკრეტა, რომ რუსულ მხარეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე ოფიციალური მიწვევა ჯერ არ გაუგზავნია.

17 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალულაიდმა განაცხადა, რომ ტალინმა რუსეთთან დიალოგი დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, კერსტი კალულაიდმა განაცხადა, რომ ესტონეთისთვის ომი 1994 წელს დასრულდა, როდესაც “სამხედრო ტექნიკამ საოკუპაციო ძალების აღჭურვილობით”, ქვეყანა დატოვეს. სახელმწიფო დუმამ ასეთ განცხადებას შეუსაბამო უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად