ესტონეთის პრეზიდენტი: რუსეთთან უშუალო დიალოგი გვსურს

ესტონეთს რუსეთთან უშუალო დიალოგში ჩართვა სურს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალულაიდმა განაცხადა. ინფორმაციას ERR ავრცელებს.

მისი თქმით, ტალინი  იმ სახელმწიფოთა რიცხვს უნდა შეუერთდეს, რომლებიც რუსეთთან შუამავლების გარეშე ურთიერთობენ.

მან აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევისთანავე, სხვა სახელმწიფოები ურთიერთობას რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე დაიწყებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენის იდეა დაგმო.

ამა წლის 17 ივნისს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად უნდა გახანგრძლივდეს.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ამ ხაზს უნდა მიჰყვეს, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებების შესრულების თვალსაზრისით კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, 2018 წლის 29 დეკემბერს, ევროკავშირმა მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით, 2019 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა.

რუსეთის მიმართ შეზღუდული ზომები მიზნად ისახავს ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონლის წარმოებასთან დაკავშირებულ სფეროებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად