ესტონეთის პრეზიდენტი ”ნატო-ს ტვინის სიკვდილის” შესახებ ემანუელ მაკრონის მოსაზრებას არ იზიარებს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აცხადებს, რომ “ნატო-ს თავის ტვინის სიკვდილის” შესახებ საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის მოსაზრებას არ იზიარებს. ამის შესახებ მან France 24-ის ეთერში შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ესტონეთის ლიდერს შეკითხვა ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა

”ჩვენ ნატო-ს საუკეთესო სისტემა გვაქვს. ეს ერთადერთია, რაც ამ წუთებში ყველას გვიცავს”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ნოემბრის დასაწყისში ემანუელ მაკრონმა ნატო-ს “ტვინის სიკვდილის” შესახებ განაცხადა იმის გამო, რომ აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს შორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კოორდინაცია არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა “უფსკრულის პირასაა”. მან ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის “ჩამოყალიბებისკენ” კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ემანუელ მაკრონის მოსაზარებას ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობაში არ ეთანხმებიან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი არ იღებს ვალდებულებას გადაწყვიტოს, ცოცხლობს თუ არა ნატო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად