ესტონეთის პრეზიდენტი: ანტირუსული სანქციების შემსუბუქების საკითხი არ განიხილება

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, ანტირუსული სანქციების გაუქმების საწინააღმდეგო ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათელია – მანამ, სანამ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდება, სანქციების შემსუბუქების საკითხიც კი არ ექვემდებარება განხილვას", – აცხადებს პრეზიდენტი.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებისთვის თვალყურის მიდევნებისთვისაც კი არანაირი რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...