ესტონეთის პრემიერი ოპოზიციის ლიდერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ესტონეთის პრემიერმინისტრმა იური რატასმა ოპოზიციის ლიდერს, პარტია “რეფორმების” თავმჯდომარეს კაი კალასს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იმის გამო, რომ მან მთავრობის მეთაური სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა.

“პრემიერმინისტრად სამი წელი, ორი სხვადასხვა მთავრობის პირობებში ვმუშაობდი. დღეს, ოპოზიციის ლიდერმა კაია კალასმა, ფაქტობრივად, ღალატის მომზადებაში დამადანაშაულა. ეს სერიოზული პირადი თავდასხმაა, რომელსაც მყარი მტკიცებულება ან საჯაროდ ბოდიშის მოხდა სჭირდება”, – წერს რატასი facebook- ზე.

მანამდე, რეფორმატორთა ლიდერმა განაცხადა, რომ ის იმ მთავრობაში ყოფნას არ აპირებს, რომელსაც იური რატასი ხელმძღვანელობს.

”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რატასი პრემიერია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ესტონეთს რაც შეიძლება მალე გაყიდის, რომ პრემიერის თანამდებობაზე დარჩეს. მჯერა, რომ ეს ესტონეთის ინტერესებში არ შედის ”, – განუცხადა კალასმა ონლაინ  პორტალ ERR-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად