ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაწყების შესახებ განაცხადა

ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმემ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შედის.

“ციფრები გიჩვენებს, რომ ასეთი მკვეთრი ვარდნა 2008 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა”, – განაცხადა მან.

საწარმოების ბალანსი მკვეთრად შემცირდება, ხოლო ბანკები კრედიტებს უკან გაიხმობენ, ან დამატებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. საწარმოები, რომლებიც ობლიგაციების გამოშვებით იფინანსებენ თავს, ამას ვეღარ შეძლებენ”, – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, 2020 წელს, ევროპის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე 12 წლით ადრე.

ჰელმემ განაცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლება აპირებს, რომ ახალი ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელი შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა იმის თქმა, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია, თითქმის შეუძლებელია.

მან განაცხადა, რომ ნავთობის ფასის დაცემა დროებითი იქნება, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 60-65 აშშ დოლარიან ნიშნულს დაახლოებით 6 თვეში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად