ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება აჭარულმა ხაჭაპურმა მიიპყრო

ქართული კერძების მასტერკლასმა ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო.

ღონისძიებაზე, რომელიც ტალინში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, 30-მდე ცნობილმა, ესტონელმა ჟურნალისტმა აჭარული ხაჭაპურისა და პოპულარული ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტები გასტრონომიასთან ერთად აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსაც გაეცნენ.

პარალელურად, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Tourest 2020“-ზე გაუწია, სადაც რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტალინიდან ბათუმში ჩარტერული ფრენების საკითხი კი მათ Tez Tour-ის მენეჯმენტთან განიხილეს. კომპანია მიმდინარე წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პირველი ჩარტერები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში გასული წლის ზაფხულში განხორციელდა. მზარდია რეგიონში, ესტონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც. 2019 წელს, ამ მიმართულებით რეგიონში +67 ზრდა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად