ესტონელი მომღერალი “ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე სიმღერით წარსდგება (ვიდეო)

ესტონელი მომღერალი ეგერტ მილდერი “ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე სიმღერით წარსდგება.

კონკურსი ესტონეთში თებერვალში გაიმართება, ეგერტ მილდერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა 24 კონკურსანტიდან. კონკურსში გამარჯვებული კი ევროვიზიაზე ესტონეთს წარადგენს.

Georgia (On My Mind) – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კლიპიც საქართველოშია გადაღებული. მომღერალი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად