ესტონელი დეპუტატი თვლის, რომ რუსეთში ხშირად ყოფნის გამო შეზღუდეს

რიიგიკოგუს დეპუტატი მარტინ რეპინსკი თვლის, რომ იგი რუსეთში ხშირად ყოფნის გამო შეზღუდეს

მარტინ რეპინსკი რიგიკოგუს დეპუტატია და იგი ესტონეთის ცენტრისტული პარტიის ფრაქციის კვოტით ნაციონალური თავდაცვის კომისიის წევრი იყო. 2019 წლის ნოემბერში რეპინსკიმ ნატოსთან დაკავშირებით არსებული საიდუმლო დოკუმენტაციის გაცნობა მოისურვა, მაგრამ მას უარი უთხრეს. ახლახან მან ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც დოკუმენტაციის გაცნობის ნება არ დართეს.

მარტინ რეპინსკი თვლის, რომ უარის მიზეზი მისი რუსეთში ხშირად ყოფნაა. “ვფიქრობ, რომ მიზეზი, რომლის გამოც მე ნატოს საიდუმლოებების გაცნობის ნება არ დამრთეს, ჩემი რუსეთში ხშირად ყოფნაა. მე ბიზნესით ვარ დაკავებული და ვცდილობ მოვიზიდო ინვესტიციები რუსეთიდან ესტონეთში და პირიქით, დავეხმარო ესტონელ ბიზნესმენებს რუსეთში თავიანთი ბიზნესის გაფართოებაში. მაგალითად, ამჟამად მე ვცდილობ რუსეთში თხების ფერმის გახსნას”, – წერს რეპინსკი

თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე ანდრეს მეცოია რეპინსკის საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას ცდილობს დიპლომატიური იყოს და ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი, თუ რატომ დატოვა მან თავდაცვის კომისია და გადავიდა საკონსტიტუციო კომიტეტში, უმჯობესი იქნება თავად რეპინსკის ჰკითხონ.

1986 წელს დაბადებული მარტინ რეპინსკი ესტონელი მეწარმე და პოლიტიკოსია. მას ჰქონდა ფერმა, სადაც ჰყავდა თხები, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ჯუჯა ცხენები და ალპაკა (სამხრეთ ამერიკული ძუძუმწოვარა ცხოველი აქლემისებრთა ჯიშის – “აიპრესი”),  აწარმოებდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცს, თხის რძეს და ყველს. 2015 წელს რეპინსკი რიიგიკოგუს დეპუტატი გახდა. 2016 წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად და განაცხადა, რომ ჩამოშორდებოდა ბიზნესის მართვას. მინისტრის პოსტზე მან მხოლოდ 16 დღე დაჰყო. 2018 წელს იყო ქალაქ იიხვის მერი, 2019 წელს კი ისევ გახდა რიიგიკოგუს დეპუტატი. 2017-19 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა რიიგიკოგუს 2015-2019 წლების დეპუტატთან ცენტრისტული პარტიიდან სირეტ კოტკასთან, 2020 იანვრიდან მათი ქორწინება შეწყდა და ამჟამად რეპინსკი 2011 წლის მის ბიკინთან, ცენტრისტული პარტიის წევრ, იიხვის სათემო კრების თავმჯდომარის მოადგილე, 29 წლის ეკატერინე ვასილიევასთან ცხოვრობს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად