ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან – ევაკუირებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი

ესპანეთში, მეხანძრეები დონიანას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, შესაძლო საფრთხის გამო, დაახლოებით 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"დაახლოებით 450 ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება საკუთარ სახლში დაბრუნებას, ხოლო 400-ზე მეტი მეხანძრე და სამხედრო ათობით ავტომობილისა და 14 თვითმფრინავის გამოყენებით ხანძრის ჩაქრობას ცდილობს", – ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის ჩაქრობას ძლიერი სიცხე ართულებს. ანდალუსიას რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაში დაახლოებით 200 ადამიანი და ავიაციაა ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად