ესპანეთში ჭიდაობაში იუნიორთა (18-20 წლი) შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს ხალიჩაზე 55-63-77-97-130 კგ წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავიდნენ. ამ დროისთვი ცნობილია ნახევარფინალისტთა ვინაობა. სამ წონით კატეგორიაში მათ შორის ქართველი მოჭიდავეები არიან : ფრიდონ აბულაძე (55კგ), ლერი აბულაძე (63კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87კგ). ისინი ოქროს მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. 77-130კგ წონით კატეგორიებში მარცხი განიცადეს ნიკა შერბაკობმა და რობინზონ ესაძემ. გააგრძელებენ თუ არა ისინი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას, ეს მათი დამმარცხებლების ნახევარფინალური ბრზოლების შემდეგ გაირკვევა.

55კგ
1/8 ფრიდონ აბულაძე – კოსტანტინ ტუდორი (რუმინეთი) 9:0
1/4 ფრიდონ აბულაძე – გევორქ სუკიასიანი (სომხეთი) 8:0
1/2 ფრიდონ აბულაძე – ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)

63კგ
1/8 ლერი აბულაძე – გიტლის კულევიჩიუსი (ლიეტუვა) 10:0
1/4 ლერი აბულაძე – ზაურ ნურიევი (აზერბაიჯანი) 2:0
1/2 ლერი აბულაძე – ადამ გაუჟაევი (რუსეთი)

77კგ
ნიკა შერბაკოვი – ხამიდ ისაევი (რუსეთი) 0:8
ხამიდ ისაევი ნახევარფინალში გავიდა და იქ გამარჯვების შემთხვევაში ნიკა შერბაკოვი რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

82კგ
1/8 გიორგი ქაცანაშვილი – რუბენ ელიას ბეენი (ნორვეგია) 8:0
1/4 გიორგი ქაცანაშვილი – ფილიპ სმეტკო (ხორვატია) 4:1
1/2 გიორგი ქაცანაშვილი – ილია ერმოლენკო (რუსეთი)

130კგ
რობინზონ ესაძე – ანტონიო კონეხო (ესპანეთი) 4:0
რონინზონ ესაძე – მუჰამეტ ჰამზა ბაკირი (თურქეთი) 0:6
მუჰამეტ ჰამზა ბაკირი ნახევარფინალში გავიდა და იქ გამარჯვების შემთხვევაში რობინზონ ესაძე რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად