ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მისი ჩატარებით, ქვეყნის მმართველ სოციალისტურ პარტიას სურს, რომ გადაჭრას ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა აგრეთვე მოსალოდნელია, რომ განმეორდეს ჩიხში შესული სიტუაცია.

ესპანეთში, ბოლოს, აპრილში ჩატარებული არჩევნებიც ვადამდელი იყო. მაშინ ყველაზე კარგი შედეგი სოციალისტურმა მუშათა პარტიამ აჩვენა, თუმცა დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, პარტიამ ხელისუფლების ფორმირება ვერ შეძლო, ხოლო მემარცხენე პარტია Podemos-სთან მოლაპარაკებებიც ჩაიშალა.

გამოკითხვის მიხედვით, ამჯერად ვერცერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას, რათა მოხდეს ხელისუფლების ფორმირება.

ესპანეთში, ქვედა პალატის 350 დეპუტატი პროპორციული სისტემით უნდა აირჩიონ, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. სენატი კი, ანუ იგივე ედა პალატა 266 წევრისგან შედგება, საიდანაც 208 მაჟორიტარული სისტემით, პირდაპირი ხმის მიცემით ირჩევა, ხოლო დანარჩენ 58-ს რეგიონალური პარლამენტი ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად