ესპანეთში, საერთაშორისო ფესტივალზე, ყაზბეგის ანსამბლებმა გრამპრი და პირველი ადგილი მოიპოვეს

ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე – „The Place of Holiday“ – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ანსამბლებმა გრამპრი და პირველი ადგილი მოიპოვეს.

ანსამბლები ესპანეთში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“ – თამარ ხაიკაშვილის, ხოლო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები-“ ზვიად ჯინჭარაძისა და თინათინ კორძაიას ხელმძღვანელობით საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ.

ესპანეთში, ქ. ლორეტ დე მარში საერთაშორისო ფესტივალი ქართველი მონაწილეებისათვის წარმატებით დასრულდა.

ანსამბლი „ერობა“ – პირველი ადგილის, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები-“ კი გრამპრის მფლობელი გახდა.

ფესტივალში მონაწილეობას შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, კანადა, ყაზახეთი, მალაიზია, კუბა, ხორვატია..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად