ესპანეთში, ქუჩაში სეირნობის უფლების მიღებისთვის, ძაღლის როლი ქათამს დააკისრეს (ვიდეო)

ესპანეთში, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, 15 მარტიდან სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული.

დაწესებული შეზღუდვები ერთნაირად ეხება ყველას და მათ დაუცველობას შესაძლოა ძალიან დიდი ჯარიმა მოჰყვეს.

https://ipress.ge/new/espanethshi-datsesebuli-shezghudvebis-dautsvelobis-shemthkhvevashi-jarimebi-600000-evromdea/?fbclid=IwAR2t6l953b_xzBIYRXqRgo_IdqEWPchjeFpdovqWH7hgzl5HMNfQT8E-7N8

იძულებით კარანტინში მყოფთათვის გარეთ გასვლის საბაბის მოსაპოვებლად ძაღლების არენდით შეთავაზების შესახებ პოლიციისთვის მალევე გახდა ცნობილი და ამ მეთოდმა ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა.

https://ipress.ge/new/espanethshi-idzulebith-karantinshi-mqhophebs-gareth-gasvlis-sababis-qonisthvis-dzaghlebs-arendith-sthavazoben/?fbclid=IwAR2ks4B48CJFzkdTp8GLge0H1LeCb4Uc0yf0ORUSz2_D84_A_0g7FTIS8tE

საკარანტინო რეჟიმის დარღვევის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილ კანარის კუნძულების ავტონომიური გაერთიანების კუნძულ ლანსაროტის მცხოვრებს, რომელსაც ძაღლი ან კატა არ ჰყავდა და არ შეეძლო შინაური ცხოველებისთვის გათვალისწინებული სასეირნო დროით სარგებლობა, ქათამს ჩააბა საბელი და ქუჩაში მასთან ერთად გაისეირნა. ლანსაროტის მცხოვრებლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ძაღლად ქცეული ქათამი, ვიდეოზე აღბეჭდეს იგი და ქსელში განათავსეს.

 
ვიდეოს უამრავ მნახველთა შორის სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლებიც აღმოჩნდნენ. მათ მოკლე დროში შეძლეს უცნობი ვინაობის დადგენა და საბოლოოდ, საკარანტინო რეჟიმის დამრღვევ 51 წლის მამაკაცს ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად