ესპანეთში, პლაჟების მუშაობისთვის სპეციალური სქემები შემუშავდა

ესპანეთში შეიმუშავეს გეგმები კორნავირუსული პანდემიის დროს პლაჟების მუშაობისთვის. უახლოეს მომავალში საკურორტო სანაპიროების სქემები ასეთი იქნება.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კარანტინის შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან ერთად პლაჟების გახსნა დაუშვა. ყველაზე ნაკლებად ინფიცირებულ რეგიონებში ეს დაიწყება 25 მაისიდან, ხოლო დანარჩენ რეგიონებში – ერთ, ან ორ კვირაში.

ქვეყნის მთავრობამ ავტონომიურ ერთეულებს უფლება მისცა, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ტურისტების შემოდინებას. ამასთან, არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც მოიცავს წყვილების, ან ჯგუფების (15 წლამდე ადამიანების) რეგულარულად გაწმენდას და განთავსებას ერთმანეთისგან მინიმუმ ორი მეტრის დაშორებით. ამასთან, დამსვენებლებს მოეთხოვებათ სხვა ადამიანებთან კონტაქტის თავიდან აცილება და პირადი ნივთების დატოვება დადგენილ სივრცეში.

ესპანეთის არაერთმა რეგიონმა უკვე დაასრულა სანაპიროების დაგეგმარება, რომელიც მოიცავს გასარუჯი დასაწოლი ადგილების წინასწარ დაჯავშნას, ასევე შესაძლებელი იქნება სმარტფონებზე აპლიკაციების გადმოწერა, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდიან ადგილების ხელმისაწვდომობის შესახებ.

აღნიშნულია, რომ მხოლოდ რამდენიმე კურორტი გამოიყენებს მინის პანელებს, რათა უზრუნველყოს დისტანციის დაცვა – უმეტესობამ ამისათვის აირჩია ქოლგების ან თოკების გამოყენება, რადგან მინა გაცილებით ძვირია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად