ესპანეთში, ორი თვის განმავლობაში პირველად, 24 საათში COVID-19-ით 100-ზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა

სულ მცირე 87 ადამიანი გარდაიცვალა, ერთ დღე-რამეში ესპანეთში, ახალი კორონავირუსის გამო. ამის შესახებ სამეფოს პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესმა განაცხადა.

ეს პირველი შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც ეს მაჩვენებელი 100-ზე ქვემოთ დაეცა. 16 მაისს გამოცხადდა 102 გარდაცვალების შესახებ. 1 აპრილს ესპანეთში დაფიქსირდა სიკვდილიანობის ანტირეკორდული ჩანაწერი: 950 პაციენტი გარდაიცვალა 24 საათში. ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დაწყებიდან მოყოლებული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 27 650-ს მიაღწია. PCR ტესტებით გამოვლენილი შემთხვევბის საერთო რაოდენობამ 231 119-ს მიაღწია.

პანდემიის გამო ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. მარტის შუა რიცხვებიდან სამეფოში გამოცხადებული იყო გაძლიერებული საგანგებო მდგომარეობა. ამ ღონისძიებამ საშუალება მისცა ხელისუფლებას, შეეზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

ესპანეთში, კორონავირუსის გავრცელება თანდათანობით ნელდება, მთავრობა კი თანდათანობით ამსუბუქებს შემზღუდავ ზომებს. ახლა ყველა ასაკის ესპანელს შეუძლია ქუჩაში სიარული და ვარჯიში. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად კი, ხელისუფლებამ დააწესა სასეირნოდ გასვლის დროის შუალედები.

11 მაისიდან, სამეფოს მოსახლეობის ნახევარი გადავიდა პანდემიის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქების ახალ ეტაპზე. ამ ეტაპზე,
ნებადართულია ნათესავებთან შეხვედრები, მუშაობს კაფეების და ბარების ტერასები, სასტუმროები, მუზეუმები ღიაა გარკვეული შეზღუდვებით. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ ეხება მადრიდს და ბარსელონას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად