ესპანეთში, ნავთობქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

კატალონიის პროვინცია ტარაგონაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იქაური საგანგებო სამედიცინო დახმარების სამსახური იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორმა ადამიანმა სერიოზული დამწვრობები მიიღო, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები საშუალო დონით აფასებენ, ხოლო დანარჩენი ხუთის ტრავმები, მათი თქმით, მსუბუქია.

14 იანვარს, კომპანია IQOXE-ს ქარხანაზე ხანძარი გაჩნდა. ხელისუფლება იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ გააღონ ფანჯრები და არ გავიდნენ გარეთ. საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღრუბელი, რომელიც აფეთქების შემდეგ გაჩნდა, ტოქსიკური არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად