ესპანეთში კოვიდშეზღუდვები დაწესდება

ესპანეთის კატალონიის ხელისუფლება ბარებში, რესტორნებსა და სტადიონებზე სტუმრებისგან კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს მოითხოვენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, ხელისუფლება რეგულაციების დაწესებას სასამართლოს ნებართვით აპირებს, რადგან მოსახლეობის გარკვეული კატეგორია სავალდებულო COVID-საშვებს ფუნდამენტური სამოქალაქო თავისუფლებების დარღვევად აფასებს.

კატალონიაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 183 ინფიცირება ფიქსირდება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შევსებადობის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში კორონავირუსის 5 103 315 შემთხვევა გამოვლინდა, 87 866 ადამიანი გარდაიცვალა, 4 909 900 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...