ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევები 164-მდე შემცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინსტრო ავრცელებს.

ესპანეთის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემების თანახმად, განვლილი 24 საათში ესპანეთში 1555 ინფიცირებული გამოვლინდა, 1033-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ესპანეთში,  ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალურად დადასტურებულმა რაოდენობამ 247122-ს მიაღწია.

კორონავირუსი ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით ესპანეთი მსოფლიოში მეორეა აშშ-ის შემდეგ,

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან დღეისთვის სრულად განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 148558-ს, რაც ინფიცირებულთა სრული რაოდენობის 60,12%-ია.

განვლილ 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 164 კაცი გარდაიცვალა, 122-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში

კორონავირუსით გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა ესპანეთში ბოლოს 18 მარტს დაფიქსირდა

სულ, ესპანეთში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია 25264 კაცი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აშს-ის, იატალიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად