ესპანეთში, კორონავირუსის გამო მოახდენენ მთელი რეგიონის იზოლირებას, რომლის მოსალხოებაც 650 ათასი ადამიანია

ჩრდილოეთ ესპანეთში, ნავარის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეზღუდვები დააწესოს მთელი რეგიონიდან შემოსვლისა და გასვლის შესახებ, რათა შეაჩერონ ახალი კორონავირუსის გავრცელება. ამის შესახებ ნათქვამია გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ავტონომიის მთავრობის ვებგვერდზე.

ნავარში პანდემიის დაწყების დღიდან, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 650 ათასი ადამიანია, გამოვლენილია დაახლოებით 25,8 ათასი შემთხვევა. შეზღუდვები ძალაში შევა 22 ოქტომბერს და ძალაში იქნება 4 ნოემბრამდე. “მთავარი ღონისძიება არის ავტონომიაში შემოსვლისა და გასვლის შეზღუდვა”, – ნათქვამია პრესრელიზში. გარდა ამისა, ნავარის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დროებით დახუროს ყველა კაფე და ბარი.

ესპანეთი კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. სამეფოში დაახლოებით 975 ათასი ინფიცირებული იქნა გამოვლენილი, თითქმის 34 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. მარტის შუა რიცხვებში ქვეყანაში მაღალი სიფხიზლის რეჟიმი დააწესეს. ამ ღონისძიებამ შესაძლებელი გახადა მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის მასშტაბით. რეჟიმი დასრულდა 21 ივნისს.

კორონავირუსის ესპანეთში გავრცელების ტემპმა ქვეყანაში შეზღუდვების შემცირების შემდეგ კვლავ მოიმატა. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ავტონომიური რეგიონის ხელისუფლება იძულებულია, აღადგინოს უფრო მკაცრი საკარანტინო ზომები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად