ესპანეთში, კორონავირუსის გამო, კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საგანგებო მდგომარეობა, როგორც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიება გამოცხადდა მთელს ესპანეთში.

თავდაპირველად, ეს ღონისძიება ძალაში იქნება 15 დღის განმავლობაში, თუმცა, თუ ქვეყნის პარლამენტი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას, ამ რეჟიმის გაგრძელება შესაძლებელია ექვსი თვით.

საგანგებო მდგომარეობა, ითვალისწინებს კომენდანტის საათს ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან 06:00 საათამდე, აწესებს შეზღუდვებს სოციალურ კონტაქტებზე, ხოლო ადგილობრივ დონეზე შეიძლება შეიზღუდოს მოძრაობა. გარდა ამისა, ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უფლებამოსილება დაარეგულიროს კომენდანტის საათის ხანგრძლივობა.

გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ კანარის კუნძულებზე – ეს აუცილებელია ტურიზმის ინდუსტრიის დასახმარებლად, თან ესპანეთის ამ რეგიონში COVID-19 ინციდენტის მაჩვენებლები არც ისე დიდია, როგორც ქვეყნის სხვა ნაწილებში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წელს უკვე მეორედ იქნა გამოცხადებული.

COVID-19 ეპიდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში გამოვლენილია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა თითქმის 35 ათასი პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად