ესპანეთში კორონავირუსის გამო ერთ-ერთ სასტუმროში 1000 ადამიანია იზოლირებული

ესპანეთში, ტენერიფეზე, ახალი კორონავირუსის გამო, ერთ-ერთ სასტუმროში ასობით ადამიანია იზოლირებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ ტურისტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია 60 წლის იტალიელ ექიმზე. ის სასტუმროში მეუღლესთან ერთად ისვენებდა. ახლა ექიმი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 147 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 699-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, სამი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, შვიდი – იტალიაში, რვა – სამხრეთ კორეაში, თორმეტი – ირანში,

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 27 661 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად