ესპანეთში, იძულებით კარანტინში მყოფებს, გარეთ გასვლის საბაბის ქონისთვის, ძაღლებს არენდით სთავაზობენ

ესპანეთის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების დიდი მასშტაბების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ესპანურ საიტ Wallapop-ზე (საიტი მომხმარებელს ყიდვა-გაყიდვის, არენდის და სხვა განცხადებებისთვის, უფასო ინტერნეტ-სერვის სთავაზობს) გაჩნდა განცხადებები, რომლის ავტორებიც მსურველებს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, თავიანთ ძაღლების გასეირნებას სთავაზობენ.

 
პორტალ 20minutos-ს ბლოგერი ნასტასია ბრაიტსაიდი აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოებს აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები მათ განმათავსებელ “მოხერხებულ” ბიზნესმენებს მიაგნებენ და საკადრისად დასჯიან იძულებითი კარანტინის გვერდის ასაქცევი უღირსი საქციელისთვის.
 
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადებული 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ დაგეგმილი ზომების შესახებ ისაუბრა.
 
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დაწესებული შეზღუდვებით, სახლიდან გასვლა მოქალაქეებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლებათ.
 
ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებს შორის, სამსახურში წასვლასთან, მაღაზიაში პროდუქტების ან აფთიაქში წამლების საყიდლად გასვლასთან და რიგ სხვა შემთხვევებთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა მიაკუთვნა სახლიდან ძაღლის სასეირონდან გაყვანა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად