ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ის შედეგად 217 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 217 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ხუთშაბათს სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა.

13 მაისს ინფორმაცია ვრცელდებოდა 184 გარდაცვლილის შესახებ. სიკვდილიანობის ანტირეკორდი ესპანეთში 1 აპრილს დაფიქსირდა – მაშინ 24 საათის განმავლობაში 950 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 27 321-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად