ესპანეთში, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8581-ით გაიზარდა

ესპანეთის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ განვლილი 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8581-ით გაიზარდა. ინფიცირების შემთხვევების უფრო დიდი ყოველდღიური ზრდა ესპანეთში მხოლოდ ორჯერ არის დაფიქსირებული – 16 და 20 მარტს
 
სულ, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 479 554 შემთხვევაა დაფიქსირებული.
განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 42-თ არის გაზრდილი. სულ, კორონავირუსით გარდაცვლილია 29 194 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში მე-9, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით კი მე-8 ადგილზეა. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობით (იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება) ესპანეთი მესამეა პერუს და ბელგიის შემდეგ.

დღეს ბელგიის ხელისუფლებამ მთელი ესპანეთი, ტენერიფეს გარდა, წითელ ზონაში მყოფად მიიჩნია და თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ესპანეთში წასვლის შემთხვევაში, მათ უკან დაბრუნებისას კარანტინში ყოფნა ელით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად