ესპანეთში, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8115-ით გაიზარდა

ესპანეთის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ განვლილი 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8115-ით გაიზარდა.
 
სულ, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 470 973 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 კაცი. სულ, კორონავირუსით გარდაცვლილია 29 152 კაცი.
 
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში მე-9, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით კი მე-8 ადგილზეა. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობით (იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება) ესპანეთი მესამეა პერუს და ბელგიის შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად