ესპანეთში, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8 959-ით გაიზარდა

ესპანეთის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ განვლილი 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8581-ით გაიზარდა. ინფიცირების შემთხვევების უფრო დიდი ყოველდღიური ზრდა ესპანეთში მხოლოდ ორჯერ არის დაფიქსირებული – 16 და 20 მარტს
სულ, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 488 513 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 40-თ არის გაზრდილი. სულ, კორონავირუსით გარდაცვლილია 29 234 კაცი.

ევროპის დაავადების პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ესპანეთში 100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19 -ის უკანასკნელი 14 დღის (20 აგვისტო-2 სექტემბერი) კუმულატიური რაოდენობა 231,6-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად