ესპანეთში ერთნაირსქესიანთა განქორწინებების 24,5% შემთხვევაში ალიმენტი დაინიშნა

ესპანეთის ნაციონალური სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ 30 სექტემბერს განქორწინებების შესახებ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, განქორწინებების რაოდენობა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 2,8%-ით არის შემცირებული და 95 254-ს შეადგენს. განქორწინების კოეფიციენტი (განქორწინებათა რაოდენობა მოსახლეობის 1000 კაცზე) შეადგენს 2,1-ს.

განქორწინებათა საერთო რაოდენობიდან 1,2% მოდის ერთნაირსქესიანებზე. მათ შორის დაფიქსირებული 1141 გაქორწინებიდან 595 შემთხვევაში ერთმანეთს კაცები დაშორდნენ, ხოლო 546 შემთხვევაში კი – ქალები

ქალის და კაცის განქორწინებების საერთო რაოდენობის 57,3% შემთხვევაში ალიმენტი დაინიშნა. ალიმენტის გადამხდელი 68% შემთხვევაში მამაა, 4,4% შემთხვევაში დედა, ხოლო 27,6% შემთხვევაში – ორივე მეუღლე.

ერთნაირსქესიანთა განქორწინების დროს ალიმენტი საერთო რაოდენობის (1141 გაყრა) 24,5% შემთხვევაში დაინიშნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით საქართველოში 2018 წელს 23 202 ქორწინება და 10 288 განქორწინება დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს კი 23 684 ქორწინება და 10 222 განქორწინება. ქორწინების კოეფიციენტმა 2018 წელს 6,2, ხოლო 2017 წელს კი 6,4 შეადგინა. განქორწინების კოეფიციენტმა 2018 წელს 2,8, ხოლო 2017 წელს კი 2,7 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად