ესპანეთში, COVID19-ის გავრცელების გამო, ღამის ბარები და დისკოთეკები დაიხურა

ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიიღოს დამატებითი ზომები ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად. ამის შესახებ პარასკევს ესპანეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ გადავწყვიტეთ, მივმართით კოორდინირებულ ქმედებებს. აგრეთვე გადაწყდა ღამის ბარებისა და დისკოთეკების მუშაობის აკრძალვა,” – თქვა დეპარტამენტის უფროსმა. ამასთან, მისი თქმით, კაფეები და რესტორნები უნდა დაიხუროს არაუგვიანეს 01:00 საათამდე ადგილობრივი დროით.

ილიამ განაცხადა, რომ როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ნაწილი, ასევე გადაწყდა ქუჩაში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების აკრძალვა. მინისტრმა დაამატა, რომ აგრეთვე აიკრძალება ქუჩაში და სხვა საჯარო ადგილებში მოწევა მაშინ, როდესაც ორი მეტრის მანძილის შენარჩუნება შეუძლებელია.

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ, ინფიცირების 337.3 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 28,6 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. მარტის შუა რიცხვებში ესპანეთში მაღალი სიფხიზლის რეჟიმი შემოიღეს. ამ ღონისძიებამ საშუალება მისცა ხელისუფლებას, შეეზღუდა მოსახლეობის მოძრაობა. რეჟიმი 21 ივნისს დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად