ესპანეთში, COVID-19-ის შედეგად დაღუპულებისთვის ათდღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა 10-დღიანი გლოვის შესახებ, ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა მარია ხესუს მონტერომ განაცხადა.

“მინისტრთა საბჭომ დღეს დილით მიიღო დეკლარაცია, სადაც კორონავირუსული პანდემიის მსხვერპლთათვის, მთელს ქვეყანაში ოფიციალური გლოვა გამოაცხადა. გლოვა გაგრძელდება 10 დღეს. დროშები დაშვებული იქნება მთავრობის ყველა შენობასა და საზღვაო ხომალდებზე.” – თქვა მონტერომ.

ეს ყველაზე გრძელი გლოვაა ესპანეთის ისტორიაში. ბოლო დროს ეროვნული გლოვა გამოცხადდა 2017 წლის აგვისტოში ბარსელონასა და კამბრილში მომხდარი ტერაქტების შემდეგ.

მათ საპატივცემულოდ აგრეთვე გაიმართება სამახსოვრო ღონისძიება, რომელსაც მეფე ფილიპე VI ჩაუდგება სათავეში.

ესპანეთში ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული, 26,8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოვლინდა ინფექციის 235 ათასზე მეტი შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად