ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 003 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ესპანეთში, 2 აპრილს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 238-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 26,7 ათასი ადამიანი.

2 აპრილს, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა – 950 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იუწყება. ქვეყანაში გადატვირთულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, იქ სულ 6 092 დაავადებული იმყოფება.

პირველი ინფიცირებული ესპანეთში თებერვალში დარეგისტრირდა, იგი გერმანიიდან ჩასული ტურისტი იყო. მისი ჯგუფი კარანტინში გაგზავნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად