ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24 საათში 462-ით გაიზარდა

ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარედაცვლილთა რაოდენობამ 2 182 ადამიანს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 462 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისს მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა 87% 70 წელზე მეტის არის. ყველაზე მეტი გარდაცვლილი – 1 263 – არის მადრიდში.

ესპანეთში სულ ახალი კორონავირუსი\ტ ინფიცირებულთა რაოდენობა 33 089 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იგი მაინც არ არის დარწმუნებული, რომ ეპიდემიის პიკს მიაღწიეს.

​დღეს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ 640 000 სწრაფი ტესტი იყიდა ჩინეთისგან და პირველი 8 000 უკვე მიმართეს მადრიდისკენ, სადაც ყველაზე მძიმე სიტუაციაა. ესპანეთი აგრეთვე აპირებს, რომ ევროპის ქვეყნებიდან კიდევ 6 მილიონი ტესტის იმპორტირება მოახდინოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ესპანეთი, ევროპაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე კი კვლავ იტალიაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად