მინიმუმ 146 690 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან მოყოლებული. ამის შესახებ ინფორმაციას სამეფოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აზუსტებენ, რომ ქვეყანაში გარდაცვლილია 14 555 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია – 48 021. ამგვარად, 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 757-ით გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულების – 6 180-ით.
მთლიანობაში კი, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ესპანეთში ყოველდღიურად იკლებს. ანტირეკორდი კი 1 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში, 24 საათის განმავლობაში 950 პაციენტი გარდაიცვალა.
ესპანეთში, ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ მკვეთრი მატება კი მას მერე დაიწყო, რაც იტალიაში ვირუსის აფეთქება მოხდა.