ესპანეთში 26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

ეს ბოლო შაბათ-კვირაა როდესაც ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადეს ატარებენ. 26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უქმდება.

პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განაცხადებით, მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი ინიციატივის დასამტკიცებლად 24 ივნისს შეხვდება.

გასული ზაფხულის შემდეგ, ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება ექვს წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო იყო. გამონაკლისს მხოლოდ გარეთ ვარჯიში წარმოადგენს.

კომენტარები
იტვირთება...