ესპანეთში, 24 საათში, ახალი კორონავირუსის შედეგად რეკორდული რაოდენობა – 738 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად რეკორდული რაოდენობის – 738 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს რეკორდული ციფრია. ყველაზე მეტი ადამიანი მადრიდშია გარდაცვლილი.

ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 610-ს მიაღწია, ხოლო ჯამში დაღუპულია 3 434 ადამიანი.

ამგვარად, დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ესპანეთმა უკვე გადაუსწრო ჩინეთს, სადაც 3 281 ადამიანი გარდაიცვალა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ინფიცირების ყველაზე მარალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია მადრიდში. მას მოსდევს კატალონია. ესპანეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული გერმანელი ტურისტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად