ესპანეთში 22 მარტის შემდეგ ყველაზე ნაკლები ოდენობის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა – 5002

ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პორტალ worldometers-ზე

განვლილი 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 5002 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების უფრო ნაკლები რაოდენობა ესპანეთში ბოლოს 22 მარტს გამოვლინდა.

სულ, 15 თებერვლიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 153 222 შემთხვევაა გამოვლენილი.

ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობის რაოდენობებიც მილიონს აღემატება, ესპანეთში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება – 3277 შემთხვევა ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით 565 კაცი გარდაიცვალა. დღის განმავლობაში კორონავირუსით უფრო ნაკლები გარდაცვლილი ესპანეთში ბოლოს 23 მარტს იყო.

სულ, 3 მარტიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 15447 კაცია გარდაცვლილი.ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობის რაოდენობებიც მილიონს აღემატება, ესპანეთში გარდაცვლების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება – 330 გარდაცვალება ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე.

153 222 კორონავირუსით ინფიცირებულიდან სრულად განკურნებულია 52165 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 34,05%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად