ესპანეთში, 21 მაისიდან, ქუჩაში დამცავი პირბადის ტარება აუცილებელი ხდება

21 მაისიდან ესპანეთში, ქუჩაში სავალდებულო ხდება დამაცვი პირბადის ტარება იმ შემთხვევაში, თუკი ორი მეტრის დისტანციის დაცვა შესაძლებელი არ იქნება. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

ბრძანებულების მიხედვით, “ექვს წელზე მეტი ასაკის პირთათვის, ნიღბების გამოყენება ქუჩაში, ღია ცის ქვეშ არსებულ ადგილებში ან საზოგადოებრივ ნებისმიერ შენობაში სავალდებულო ხდება, თუკი შეუძლებელია ხალხს შორის უსაფრთხო მანძილის, ორი მეტრის დისტანციის შენარჩუნება.” ასევე რეკომენდირებულია 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის ნიღბების ტარება.

“ეს განკარგულება ძალაში შედის ოფიციალური მთავრობის გაზეთში გამოქვეყნების დღიდან და იგი ძალაში იქნება მაღალი სიფხიზლის შენარჩუნების მთელი პერიოდის განმავლობაში”, – ნათქვამია ბრძანებაში.

ადრე, სამეფოში ნიღბების გამოყენება სავალდებულო იყო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ესპანეთი, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 232 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 27 778 პაციენტი.

მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ესპანეთი გაძლიერებული საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. ღონისძიებამ საშუალება მისცა ხელისუფლებას, შეეზღუდა მოსახლეობის გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მცირდება, ხელისუფლება თანდათანობით ამსუბუქებს დაწესებულ შემზღუდავ ზომებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად