ესპანეთში, 113 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს

კატალონიაში, ჟირონას პროვინციის ქალაქ ოლოტის ხანდაზმულთა სახლის ბინადარი, 113 წლის მარია ბრანიასი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში თავის ოთახში იყო იზოლირებული, კორონავირუსისგან სრულად განიკურნა.

მარია ირწმუნება, რომ მას ჯანმრთელობის მხრივ, თუ ისეთ მცირე უხერხულობებს არ ჩავთვლი რაც ყველას შეიძლება ჰქონდეს, ყველაფერი წესრიგში აქვს.

მარია ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიებს Santa Maria del Tura-ს რეზიდენციის პროფესიონალებს. “აქ ძალიან კეთილი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია”, – ამბობს იგი.

მისი ქალიშვილის, როზა მორეტის თქმით, მარია “ძალიან ძლიერი და პოზიტიური ქალია”, მან შარდის ბუშტის ანთების გამო იგრძნო თავი ცუდად, არანაირი სიმპტომები არ ჰქონდა, მაგრამ ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ჩვენ, ოჯახის წევრებმა, მარია ბოლოს 4 მარტს ვნახეთ, როცა მას დაბადების 113-ე წელი მივულოცეთ. მას შემდეგ კი მხოლოდ ტელეფონით გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. ახლა მთელი ოჯახი მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას, – ამბობს როზა მორეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად