ესპანეთმა ტურისტებისთვის შესაძლოა უსაფრთხო დერეფნები შექმნას

ესპანეთის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ტურისტები შევიდნენ შედარებით ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნებიდან. ამის შესახებ ესპანეთის მინისტრმა ტერეზა რიბერამ, ხუთშაბათს, Financial Times-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ვფიქრობთ უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესახებ, რადგან ასეთი სისტემა ჩამოსვლის საშუალებას მისცემს იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ან ინფექციების რაოდენობა არ გაიზარდა 0,3%-ზე მეტით დღეში,” თქვა რიბერამ. “ამ გზით, ჩვენ ვიცით რომ ინფიცირების სტატისტიკური ალბათობა დაახლოებით იგივე იქნება როგორც გამგზავრების, ასევე ინფიცირების ადგილზე.”

ესპანეთში ეს მაჩვენებელი, უკვე ერთი კვირაა, რაც 0.3%-ით მეტზე არ გაზრდილა, ხოლო დღეში 5 დღის განმავლობაში დაფიქსირებულმა გარდაცვალების რაოდენობამ არ გადააჭარბა 110-ს. ტურისტებისთვის უსაფრთხო დერეფნების გახსნა შესაძლებელია იმ ქვეყნებთან, სადაც სიტუაცია იქნება მსგავსი, რაც ესპანეთში. ამავდროულად, თავისუფალი გადაადგილება ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი ქვეყნის შიგნით და მოსალოდნელია, რომ ეს მოხდება ივლისზე ადრე არა. გარდა ამისა, 15 მაისიდან, სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ესპანეთში ჩამოსლი ყველა ადამიანი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ორი კვირის განმავლობაში, კარანტინში იგზავნება.

სპეციალური ტურისტული დერეფნების შემოღების შესაძლებლობა ქვეყნებს შორის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურად გაუმჯობესებულია, ადრე იყო ნახსენები ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის რესპუბლიკის და ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

მას შემდეგ, რაც ესპანეთში ინფექციის გავრცელება დაიწყო, კორონავირუსული ინფექციის 232,5 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 27 888 პაციენტი. მარტის შუა რიცხვებში დაინერგა გაძლიერებული საგანგებო რეჟიმი. ამან საშუალება მისაც ხელისუფლებას, შეეზღუდა მოსახლეობის გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. იმის გამო, რომ ესპანეთში კორონავირუსის გავრცელება მცირდება, სამეფოს ხელისუფლება თანდათანობით ამსუბუქებს შემზღუდავ ზომებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად