ესპანეთმა და შვედეთმა გაიმარჯვეს და მერვედფინალში უკრაინაც გაიყვანეს

ევრო 2020-ის E ჯგუფში დასრულდა მესამე ტურის შეხვედრები

ბოლო ტურის წინ მერვედფინალში გასვლის შანს ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა. შვედებს და სლოვაკებს ბოლო ტურში ფრედ შეეძლოთ დაემთავრებინათ შეხვედრები, ესპანელებს და პოლონელებს კი გამარჯვება ესაჭიროებოდათ.

სევილიაში, „ესტადიო დე ლა კარტუხაზე”, შეხვედრა ესპანელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-12 წუთზე მათ თერთმეტმეტრიანის დარყმის უფლება მოიპოვეს.

ალვარო მორატას დარტყმული ბურთი სლოვაკეთის მეკარემ მარტინ დუბრავკამ მოიგერია.

შეხვედრის 30 წუთზე ესპანელთა დარტყმული ბურთის კარის ზედა ძელს მოხვდა, შემდეგ კი იგი მარტინ დუბრავკამ საკუთარ კარში გაგზავნა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3 წუთზე ესპანელმა ემერიკ ლიპორტმა თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა.

54-ე წუთზე პაბლო სარაბიამ და 67-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანეს გოლები – 4:0

71-ე წუთზე იურაი კუცკას ავტოგოლის შემდეგ საბოლოო ანგარიშ დაფიქსირდა – 5:0

სანკტ-პეტერბურგში, „გაზპრომ არენაზე” შვედეთის და პოლონეთის შეხვედრის მე-2 წუთზე შვედეთი ემილ ფორსბერგმა დააწინაურა.

შეხვედრის 59-ე წუთზე მანვე ანგარიში 2:0 გახადა.

ამის შემდეგ, 61-ე და 84-ე წუთებზე, რობერტ ლევანდოვსკიმ ორი გოლი გაიტანა შვედეთის ნაკრების კარში

შეხვედრის 90+4 წუთზე ვიქტორ კლაესონმა შვედეთი ისევ, ამჯერად საბოლოოდ დააწინაურა – 3:2

შვედეთი 3 თ → 7 ქ → ბურთები 4:2
ესპანეთი 3 თ → 5 ქ → ბურთები 6:1
სლოვაკეთი 3 თ → 3 ქ → ბურთები 2:7
პოლონეთი 3 თ → 1 ქ → ბურთები 4:6

ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხებამ E ჯგუფის მესამეადგილოსანი სლოვაკეთის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვედრა გამორიცხა და უკრაინას გაუხსნა გზა მერვედფინალისკენ.

ჯგუფებში 1-2 ადგილები დაიკავეს იტალიამ და უელსმა, ბელგიამ და დანიამ, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ, ინგლისმა და ხორვატიამ, შვედეთმა და ესპანეთმა.

მერვედფინალში თამაში გაინაღდეს აგრეთვე თავიანთ ჯგუფებში 4-4 ქულით მესამე ადგილებზე შვეიცარიამ და ჩეხეთმა. C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე გასული უკრაინა ბურთების სხვაობით სჯობს ფინეთს და სლოვაკეთს და აგრეთვე გადის მერვედფინალში.

მერვედფინალი განაღდებული აქვს აგრეთვე საფრანგეთს. კიდევ ორი ადგილიდან ერთს ფინეთი იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ გერმანია უნგრეთთან და პორტუგალია საფრანგეთთან 4 ბურთის სხვაობით დამარცხდებიან. ამ შემთხვევაში მერვედფინალში საფრანგეთი უნგრეთი და ფინეთი გადის) ან გერმანია უნგრეთთან არ დამარცხდება და პორტუგალია საფრანგეთთან 4 ბურთის სხვაობით წააგებს. ასეთ შემთხვევაში მერვედფინალში საფრანგეთი, გერმანია და ფინეთი გადის

კომენტარები
იტვირთება...