ესპანეთმა 98 დღის წინ ჩაკეტილი საზღვრები გახსნა და პირველი ტურისტები მიიღო

დღეს ესპანეთმა 2020 წლის 14 მარტს კორონავირუსის კრიზისის გამო ჩაკეტილი საზღვრები გახსნა და პირველი ტურისტები მიიღო

დღეს, დილით, მადრიდის ადოლფო სუარეს-ბარახასის აეროპორტში პარიზიდან და მილანიდან აფრენილი თვითმფრინავები დაეშვნენ, სულ, დღის განმავლობაში კი ესპანეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან 100 რეისი შესრულდება.
 
ესპანეთი გაიხსნა ევროპაში ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დიდი ბრიტანეთისთვისაც, თუმცა, შესაძლოა, თავად ბრიტანელებმა შეიკავონ თავი ესპანეთში ჩასვლისაგან, რადგან ბრიტანეთში დაბრუნების შემთხვევაში მათ სავალდებული ორკვირიან კარანტინში მოუწევთ ყოფნა.
 
ესპანეთის საზღვრები 1 ივლისამდე რჩება დაკეტილი პორტუგალიისთვის. ასეთი გადაწყვეტილება პორტუგალიის მთავრობის თხოვნითაა მიღებული
 
ესპანეთი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ევროპაში. დღეისთვის არსებული მონაცემების თანახმად ესპანეთში 293 018 კოვიდინფიცირებულიდან 28 322 კაცია გარდაცვლილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად