ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე ხანძარია

ესპანეთსა და საფრანგეთს შორის საზღვარზე ტყის ხანძარი გაჩაღდა. ათობით ადამიანი ევაკუირდა. იტყობინება Euronews.

ხანძარი დაიწყო ესპანეთის პროვინცია ნავარაში, შემდეგ კი საფრანგეთთან სასაზღვრო რაიონებში გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში 200-მა მეხანძრემ მიიღო მონაწილეობა. ევაკუირებულთა შორის ბევრი ტურისტია.

ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს თებერვლის თვეში რეგიონში უჩვეულოდ თბილი ამინდი და 100 კმ / სთ-ით მოძრავი ძლიერი ქარი. მეხანძრეებმა მოახერხეს სტიქიის კონტროლის ქვეშ მოქცევა, მაგრამ სიტუაცია კვლავ დაძაბულია.

ხანძრის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...