ესპანეთის ვიცე-პრემიერს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კარმენ კალვოს, განმეორებითი ტესტის შედეგად ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

“წინა ტესტის დროს შედეგი უარყოფითი იყო, მაგრამ ტესტი ხელმეორედ ჩავატარეთ და შედეგი დადებითი აღმოჩნდა”, – ნათქვამია ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

კარმენ კალვო მადრიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასეთი შემთხვევა, რომ თავდაპირველი ტესტირების შედეგი უარყოფითი იყოს, იშვიათი, თუმცა შესაძლებელია. მსგავსი რამ ხდება მაშინ, როდესაც ვირუსული დატვირთვა დაბალია ინფექციის შეყრის დასაწყისში, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფერნანდო სიმონმა.

განმეორებითი ტესტი კი იმ შემთხვევაში ტარდება ხოლმე, როცა პაციენტს კორონავირუსის ინფექციის სიმპტომები აღენიშნება.

ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 56 188-ს შეადგენს. ინფექციის შედეგად დაღუპულია 4 089 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად